დინამომ წიტაიშვილს თამაშის უფლება მისცა – ქართველ ფეხბურთელს დინამოში დაბრუნების შანსი აქვს

აგენტი: „ვოლკოვით თურქეთში, პოლონეთში, უკრაინასა და უნგრეთში დაინტერესდნენ“
ნოემბერი 18, 2021 11:44
ლაშა ხმალაძე – მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილები შევხვდებით
ნოემბერი 18, 2021 13:00

საქართველოს ნაკრების პერსპექტიული თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ახლა „ჩერნომორეცში“ თამაშობს, პარასკევს „დინამო კიევთან“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რომლის საკუთრებაშიც არის ქართველი ფეხბურთელი.

„დინამომ“ წიტაიშვილი ოდესურ გუნდში წინა ზაფხულს გაანათხოვრა და მას კონტრაქტის მიხედვით დინამოს წინააღმდეგ თამაშის უფლება არ უნდა ჰქონოდა, თუმცა, კიეველთა პრეზიდენტის, იგორ სურკოვსკის თქმით, თუ კი „ჩერნომორეცში“ განათხოვრებული რომელიმე ფეხბურთელი „კიევის დინამოს“ შესაბამის პოზიციაზე მყოფ ფეხბურთელზე უკეთ ითამაშებს, ისინი მათ „დინამოში“ ჩაანაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილის გარდა კიევიდან ოდესურ გუნდში ასევე განათხოვრებულები არიან ევგენი სმირნი და მოჰამედ კადირი.  

ამიტომაც ეს შანსი არის წიტაიშვილისთვის, რომ უკრაინის საუკეთესო გუნდში დაბრუნდეს და თავისი იქ თავისი ადგილიც დაიმკვიდროს.

 შეგახსენებთ, რომ „დინამო კიევი“ ევროტურნირების ხშირი სტუმარია, „ჩერნამორეცთან“ გასვლაზე გასამართი მატჩის შემდეგ, კიევური გუნდი საკუთარ არენაზე „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

„ჩერნომორეცისა“ და „დინამო კიევის“ დაპირისპირება 19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

Share