წიტაიშვილი: “დინამოში ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ბურთს ვაწვდიდი”

▶️VIDEO გოლი ისტორიიდან – კვარაცხელია 🆚 საფრანგეთი
ნოემბერი 18, 2021 14:31
ბერიაშვილისა და ქავთარაძის როტორი მწვრთნელის გარეშე დარჩა
ნოემბერი 18, 2021 15:46

უკრაინული Ua.football.com-მა ოდესის “ჩერნომერეცის” და საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის გიორგი წიტაიშვილის, ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან კიევის “დინამოს” გამორჩეულ შემტევზე ვიქტორ ციგანკოვზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, ფაქტია, რომ კიევის “დინამოში” ბევრი არ მითამაშია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ კლუბში ასეთი დონის ფეხბურთელი იყო. დიდი პლიუსია, როცა გუნდში ციგანკოვის დონის მოთამაშე გყავს. 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველ გუნდში მოვედი და ჩემპიონთა ლიგაზე მას ბურთს ვაწვდიდი.

მას ვაკვირდებოდი, რჩევებს მაძლევდა ხოლმე. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისე არ მომხდარა, რომ რადგან ჩემი კონკურენტი იყო, გაბრაზებული ვყოფილიყავი.

ბევრს სურს ევროპაში თამაში. ციგანკოვის ღირებულება კი დაახლოებით 20-25 მილიონია“, – განაცხადა წიტაიშვილმა.

წიტაიშვილმა მიმდინარე ჩემპიონატში 10 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. მისი სატარნაფერო ღირებულება კი 1.20 მილიონ ევროს შეადგენს.

Share