„იმედია ცინცაძე ევრობასკეტისთვის გამოჯანმრთელდება, შენგელია ნოემბრის მატჩებში გვეყოლება“ – პაატა გურასპაული

▶️VIDEO ბარსელონამ ცსკა დაამარცხა – შენგელიამ 17 ქულის ჩაგდება მოახერხა
ნოემბერი 18, 2021 05:48
VIDEO ხატია ჭყონიას ეფექტური გოლი
ნოემბერი 18, 2021 10:38

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ტაიმაუთში“ ნაკრების მომავალ მატჩებზე ისაუბრა:

 

„სამწუხაროდ, გამოცდილმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ტრავმა მიიღო და ნოემბრის მატჩებში ვერ დაგვეხმარება. თუმცა რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე ნაკლებ დროს გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ გიორგი ევრობასკეტისთვის გვეყოლება.

დუდა სანაძემ კოვიდი გადაიტანა. პოსტკოვიდური გამოკვლევებისას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები წარმოიშვა და ექიმებმა ურჩიეს ამ ეტაპზე დატვირთვისგან თავი შეიკავოს. იმედი გვაქვს, იგი მალე დაუბრუნდება მოედანსა და ნაკრებს“.

 

მან ასევე ისაუბრა რუსული „ცსკა“-ს  ქართველ ლეგიონერზე თორნიკე შენგელიაზე:

 

„თორნიკე შენგელია 26 ნოემბერს უკრაინასთან მატჩში გვეყოლება, თუმცა მოსკოვიდან თბილისამდე რთული გზა ექნება გასავლელი. მისი ცსკა 25 ნოემბერს „ბაიერნთან“ ევროლიგის მატჩს მართავს. თორნიკემ კლუბში სიტუაცია საჩვენოდ მოაგვარა და ჩარტერული რეისით ჩამოვა თბილისში. ვიმედოვნებ, იგი დასვენებასაც მოასწრებს და უკრაინასთან და ესპანეთთან (29 ნოემბერს) მოსაგებად გავალთ.

კონერ ფრენკამპი ევროლიგის გუნდშია, მას ამ ეტაპზე ნაკრებში ვერ ვეძახით. სამაგიეროდ ესპანეთიდან ჩამოვლენ თად მაკფადენი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი“.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ მატჩს გამართავს, 26 ნოემბერს თბილისში საქართველოს ნაკრები უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს, შემდეგ კი 29 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

Share