„მას მოედანზე კრეატივის შექმნა აბარია“ – რას წერენ კვიპროსში ოქრიაშვილზე

ლაშა ხმალაძე – მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილები შევხვდებით
ნოემბერი 18, 2021 13:00
▶️VIDEO გოლი ისტორიიდან – კვარაცხელია 🆚 საფრანგეთი
ნოემბერი 18, 2021 14:31

თორნიკე ოქრიაშვილი წარმატებული სანაკრებო პაუზის შემდეგ საკუთარ გუნდში „აპოელში“ დაბრუნდა, რასაც კვიპროსული მედიის ყურადღება მოჰყვა:

საქართველოს ნაკრებისა და „აპოელის“ ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილს „აპოელს“ საუკეთესო დროს დაუბრუნდა, ის ლარნაკასთან დერბისთვის მზად იქნება.

სოფრონისს ოქრიაშვილი საკუთარი ტაქტიკური გეგმების განსახორციელებლად სჭირდება, მას აქვს კარგი დარტყმა, ასევე ოქრიაშვილს მოედანზე კრეატივის შექმნა აბარია, სწორედ ამიტომ ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორშაბათს გასამართი მატჩისას, ქართველი ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. – წერს „კერკადა“

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად „აპოელში“ ასევე ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც ნოემბრის სანაკრებო მატჩებისათვის ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა, ესენი არიან გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი.

„აპოელი“ შემდეგ შეხვედრას „ლარნაკას აეკის“ წინააღმდეგ 22 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გამართავს.

Share