ბერიაშვილისა და ქავთარაძის როტორი მწვრთნელის გარეშე დარჩა

წიტაიშვილი: “დინამოში ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ბურთს ვაწვდიდი”
ნოემბერი 18, 2021 15:31
▶️VIDEO 57 წლის წინ, პირველი დიდი ქართული გამარჯვება – 1964 წლის თბილისის დინამო
ნოემბერი 18, 2021 17:39

ვოლგოგრადის როტორმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დიმიტრი ხოხლოვის გაანთავისუფლა. განცხადება კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.     

“მადლობას ვუხდით დიმიტრი ვალერიევიჩს გაწეული სამუშაოსთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში!“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ როტორში ამჟამად სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: ბექა ქავთარაძე, ილია ბერიაშვილი, რომელიც ამავდროულად გუნდის კაპიტანია და ნიკოლაი ყიფიანი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეც გახლავთ.

მიმდინარე სეზონში, როტორი რუსეთის მეორე ლიგაში 23 მატჩის შემდეგ 24 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და მეორე ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

ვოლგოგრადელებს გასავარდნ ზონასთან სულ რაღაც ორი ქულა აშორებთ.

Share