▶️VIDEO გოლი ისტორიიდან – კვარაცხელია 🆚 საფრანგეთი

„მას მოედანზე კრეატივის შექმნა აბარია“ – რას წერენ კვიპროსში ოქრიაშვილზე
ნოემბერი 18, 2021 13:20
წიტაიშვილი: “დინამოში ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ბურთს ვაწვდიდი”
ნოემბერი 18, 2021 15:31

2019 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით შეხვედრაზე ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდა.  

მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე ჯეფ-რაინ ადელაიდემ გახსნა, ხოლო 54 წუთზე დუბლის შესრულებაც მოახერხა.

ამ მომენტში მატჩი ყველას დასრულებული ეგონა, თუმცა 58-ე წუთზე გოლის გატანა ჯერ გიორგი კოხრეიძემ შეძლო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ხოლო მე-60 წუთზე თავის გამოჩენა შეცვლაზე შემოსულა ხვიჩა კვარაცხელიამაც, ასევე შეცვლაზე გამოსული ბექა ქავთარაძის პასით შეძლო შეძლო, რომელიც ტრავმის გამო სპეციალური დამცავი ნიღბით თამაშობდა და ანგარიში 2-2 გახადა.

 

სამწუხაროდ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მაინც დამარცხდა, გია ცეცაძის გუნდმა ვერ მოახერხა ანგარიშის შენარჩუნება, საქართველოს ნაკრებს 93-ე წუთზე იმ დროისთვის „სელტიკის“ ფორვარდმა ოდსონ ედუარდმა ზუსტი თერთმეტმეტრიანი დაურტყა და ანგარიში ფრანგთა სასარგებლოდ 3:2 გახადა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ეს შესარჩევი ციკლი 15 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა და წინ მხოლოდ საფრანგეთ და შვეიცარია გაუშვა 27-27 ქულით.

საფრანგეთთან შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი პირველი გაბრწყინება იყო, მან ქართველ ქომაგს თავი ნამდვილად დაამახსოვრა.            

Share