ბელგიური მედია შეცდა – ჩაკვეტაძე განაცხადს მიღმაა

„მამარდაშვილი ლა ლიგის დონეა, საჭიროა მხოლოდ თბილისის დინამოსთან დარეკვა“ – რას წერს As მამარდაშვილზე
ნოემბერი 19, 2021 13:51
AS: “დღეს ფეხზე წამოუდგებიან… მისი ნომერი ხმარებიდან ამოღებას იმსახურებს”
ნოემბერი 19, 2021 18:31

ხვალ, ბელგიის იუპილერ ლიგის მე-15 ტურის მატჩში “ვარეგემი” გიორგი ჩაკვეტაძის “გენტს” უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ უზბეკეთთან ამხანაგური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბელგიური პრესა ვარაუდობდა, რომ 22 წლის ნახევარმცველი გუნდის დახმარებას მოახერხებდა.

გენტმა გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა, თუმცა იქ ჩაკვეტაძის გვარს ვერ ვხედავთ.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გენტი კი სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. 

Share