ბელგიის ჩემპიონატში შენგელიას და მიქაუტაძის დაპირისპირება შედგება

▶️VIDEO გიორგი წიტაიშვილი 🆚 საფრანგეთი U19
ნოემბერი 19, 2021 05:17
▶️VIDEO გოლი ისტორიიდან – გიორგი არაბიძის ჯარიმა ლატვიის წინააღმდეგ
ნოემბერი 19, 2021 10:55

ხვალ, ბელგიის იუპილერლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში ლევან შენგელიას “ლუვენი” გიორგი მიქაუტაძის “სერენს” უმასპინძლებს. 

როგორც სტუმართა ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ,  მიქაუტაძეს ტრავმა აღარ აწუხებს და მოახლოებული დაპირისპირებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ბოლო ტურის შეხვედრაში “გენტთან” მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, შემდეგ კი ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ქართველმა თავდამსხმელმა რვა მატჩში 5 გოლი გაიტანა და მაზიზთან ერთად კლუბის ბომბარდირია.

რაც შეეხება შენგელიას, მან მიმდინარე ჩემპიონატში 7 მატჩში ორი გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს კი ერთხელ გაატანინა. ის მხოლოდ ცვლილებიდან თამაშობს და სასტარტო შემადგენლობაში ჯერ არ გამოჩენილა

შეხვედრა 20 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

Share