ინდივიდუალური სკამები მონტაჟდება – წყალტუბოში დასწრება 3000 ადამიანს შეეძლება

“ჩაკვეტაძე ვარეგემთან დიდი ალბათობით ითამაშებს” – ბელგიური პრესა
ნოემბერი 19, 2021 11:53
VIDEO ბერიშვილი: “საბრძოლო განწყობით ვართ… სანაძე და ცინცაძე დიდი დანაკლისია!”
ნოემბერი 19, 2021 12:45

ქალაქ წყალტუბოში, 26 მაისის სტადიონზე, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც ჩვენთვის ცნობილია სტადიონზე მონტაჟდება ინდივიდუალური სკამები და რეკონსტრუქციის შემდეგ მატჩზე დასწრება 3000 ადამიანს შეეძლება.

ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში 26 მაისის სტადიონს ჩაუტარდა სხვადახვა სახის რეკონსტრუქცია, განახლდა მოედნის საფარი და მოწესრიგდა საკლუბო ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნულ ლიგაში მიმდინარე წელს აღზევდა, გუნდს 33 თამაშში 38 ქულა აქვს, ეროვნულ ლიგაში დარჩენა კი თითქმის გარანტირებული.

Share