ნაკრებში გამოძახება მისთვის საზიანოა – ჟილ ვისენტეს მწვრთნელი გიორგი აბურჯანიაზე

VIDEO ბერიშვილი: “საბრძოლო განწყობით ვართ… სანაძე და ცინცაძე დიდი დანაკლისია!”
ნოემბერი 19, 2021 12:45
„მამარდაშვილი ლა ლიგის დონეა, საჭიროა მხოლოდ თბილისის დინამოსთან დარეკვა“ – რას წერს As მამარდაშვილზე
ნოემბერი 19, 2021 13:51

პორტუგალიის ჩემპიონატი სანაკრებო პაუზის შემდეგ სულ მალე განახლდება.

20 ნოემბერს გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” სტუმრად “ლეჩეს” დაუპირისპირდება, მატჩამდე სტუმართა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ქართველ ფეხბურთელზეც ისაუბრა.

მწვრთნელმა თქვა, რომ აბურჯანიას ენდობა და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ხშირი გამოძახება საქმეს აფუჭებს.

“ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ვენდობით და რომელსაც აქვს მაღალი სათამაშო ხარისხი. ნაკრებში ხშირი გამოძახება პრობლემაა ჩემთვისაც და მისთვისაც, რადგან ბევრ ვარჯიშს აცდენს, სხვა მხრივ კი შესანიშნავად იმუშავა და ახლა უკვე იცის, თუ რა სურს გუნდს მისგან, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნაკრებში გამოძახება ზიანს აყენებს მას.

15 დღე გვქონდა თამაშისთვის მოსამზადებლად, ის კი გუნდში არ იყო, ამის შემდეგ იძულებულები ვართ ბევრი აღდგენითი ვარჯიშები ჩავუტაროთ.  გარდა ამისა, გუნდში საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები მყავს, სწორედ ეს ფაქტორი და ნაკრებში გამოძახება მისთვის საზიანოა”, – თქვა რიკარდო სოარეშმა.

ჟილ ვისენტე პორტუგალიის ჩემპიონატში 11 ქულის შემდეგ 13 ქულით მე-8 ადგილზეა.

Share