VIDEO ბერიშვილი: “საბრძოლო განწყობით ვართ… სანაძე და ცინცაძე დიდი დანაკლისია!”

ინდივიდუალური სკამები მონტაჟდება – წყალტუბოში დასწრება 3000 ადამიანს შეეძლება
ნოემბერი 19, 2021 12:36
ნაკრებში გამოძახება მისთვის საზიანოა – ჟილ ვისენტეს მწვრთნელი გიორგი აბურჯანიაზე
ნოემბერი 19, 2021 13:25

26 ნოემბერს მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 3 დღეში სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 ნოემბერს, ანდალუსიის პროვინციულ ქალაქ ხაენში გაიმართება. ესპანეთსა და უკრაინასთან ერთად ჩვენს ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიაცაა, რომელსაც საქართველოს ნაკრები მომავალ ფანჯრის დროს, თებერვალში ორჯერ შეხვდება: 24-ში თბილისში, ხოლო 27-ში – სკოპიეში.

ილიას ზუროსმა ნაკრებში ვერ გამოიძახა ეროვნული ნაკრების 2 გამოცდილი მოთამაშე: გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. ჩატარებული თამაშების მხრივ ნაკრების რეკორდსმენმა, გიორგი ცინცაძემ მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა, ხოლო სანაძეს გადატანილი კორონავირუსის შემდეგ ფორმა არ აღუდგენია.

მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით Qomagebi.ge-სთან კომენტარი ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა გააკეთა.

ჩვენი გუნდი ვარჯიშებს 20 ნოემბრიდან, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყებს. ეროვნული ნაკრების კანდიდატებს საწყისი 2 დღე მთავარი მწვრთნელის ასისტენტები მოამზადებენ, ხოლო 22 ნოემბრიდან ვარჯიშებს ილიას ზუროსი გაუძღვება. ნაკრებში მთლიანობაში გამოძახებულია 6 ლეგიონერი, უმეტესობას კი საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები შეადგენენ.

უკრაინასთან მატჩის 12-კაციან შემადგენლობას ილიას ზუროსი მატჩის წინა დღეს, 25 ნოემბერს დაასახელებს. თამაშის ღამეს ეროვნული გუნდი გეზს ესპანეთისკენ აიღებს, სადაც 29 ნოემბერს, ქალაქ ხაენში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება. 

Share