“ჩაკვეტაძე ვარეგემთან დიდი ალბათობით ითამაშებს” – ბელგიური პრესა

საქართველო V ფიჯი – რა უნდა ვიცოდეთ მატჩამდე ერთი დღით ადრე
ნოემბერი 19, 2021 11:37
ინდივიდუალური სკამები მონტაჟდება – წყალტუბოში დასწრება 3000 ადამიანს შეეძლება
ნოემბერი 19, 2021 12:36

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში არ ითამაშა.

თამაშამდე ერთი დღით ადრე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო, მუხლი აწუხებდა და შეკრება ამ მიზეზით დატოვა.

სანიოლმა ისიც დაამატა, რომ ტრავმა, ერთი შეხედვით, სერიოზული არ ჩანდა და ქართველ ფებხურთელს გამოჯანმრთელება და მოედანზე მალე დაბრუნება უსურვა.

როგორც ჩანს, სანიოლი მართალი იყო და ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული სახის არ არის. ყოველ შემთხვევაში, ბელგიურ პრესას თუ დავუჯერებთ, ხვალ ჩაკვეტაძე ვარეგემთან როგორც მინიმუმ, მატჩის განაცხადში უნდა იყოს.

გენტს ჯერ განაცხადი არ გამოუქვეყნებია და, შესაძლოა, ჩაკვეტაძის გვარი იქ სულაც ვერ ამოვიკითხოთ, მანამდე კი voetbalnieuws.be წერს:

“გიორგი ჩაკვეტაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოცნება ცოტა ხნით გადადო.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ იბრაჰიმოვიჩის შვედეთთან დამაჯერებლად, 2-0 მოიგო, ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მას ასევე არ უთამაშია უზბეკეთთან 1-0 მოგებულ შეხვედრაშიც.

რაც შეეხება ტრავმებს, “გენტი” იმედოვნებს, რომ მისი უიღბლობა დასრულდება. ჰიუსგაიერი და ჩაკვეტაძე “ვარეგემთან” დიდი ალბათობით ითამაშებენ”.

ვარეგემის და გენტის დაპირისპირება ხვალ 21:30 საათზე დაიწყება. 

Share