AS: “დღეს ფეხზე წამოუდგებიან… მისი ნომერი ხმარებიდან ამოღებას იმსახურებს”

ბელგიური მედია შეცდა – ჩაკვეტაძე განაცხადს მიღმაა
ნოემბერი 19, 2021 16:10
ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასი კიდევ ერთხელ მოიგო
ნოემბერი 19, 2021 19:24

დღეს, ჩვენი დროით 23:30 საათზე მოსკოვის ცსკა ბასკონიას დაუპირისპირდება. თორნიკე შენგელია ვიტორიაში დაბრუნდება და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ესპანურმა გამოცემა AS-მა ამ მატჩის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და შენგელიაზეც დაწერა.

“თორნიკე შენგელიამ ბასკონიაში ეპოქა შექმნა. იგი ერთ-ერთია, ვისზეც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მისი ნომერი ხმარებიდან ამოღებას იმსახურებს.

ვიტორიაში ყოფნისას შენგელია შესანიშნავად თამაშობდა, პანდემიის დროს კლუბს ხელფასის დაკლებაზეც დათანხმდა. ამის შემდეგ, იგი ცსკაში გადავიდა და ევროლიგის კალათბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა.

მაყურებელი აუცილებლად ფეხზე წამოდგება, როდესაც ბასკონიას არენაზე მის სახელს გამოაცხადებენ”, – წერს AS.

შეგახსენებთ, რომ თორნიკეს ცსკას-ს ანგარიშზე 5 გამარჯვება და 5 მარცხია. გუნდი მე-10 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება მათ მეტოქეს, ბასკონიას 4 მოგება და 6 წაგება აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება. 

Share