ძიუდო: საქართველოს ჩემპიონატში -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები გათამაშდა

“ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს”- მიქაუტაძის თანაგუნდელი
ნოემბერი 19, 2021 19:35
ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა
ნოემბერი 19, 2021 20:24

დღეს, ძიუდოს აკადემიის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს საპრიზო ადგილები -60 და -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი თემურ ნოზაძე გახდა. მან ფინალში ჯაპა პაპინაშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი კუპატაძემ და თორნიკე მაზიაშვილმა მოიპოვეს.

რაც შეეხება -66 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს თენგო ზირაქიშვილი დაეუფლა, რომელმაც ფინალში საბა კაპანაძე დაამარცხა. მესამე ადგილები ბაგრატ ნინიაშვილმა და ლაშა ნადირაძემ დაიკავეს.

შეჯიბრი ხვალ განახლდება და საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები -73 და -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემპიონატი მაყურებლის გარეშე ტარდება. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ ტურნირს თვალი ინტერნეტის მეშვეობით ადევნონ.

Share