“ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს”- მიქაუტაძის თანაგუნდელი

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასი კიდევ ერთხელ მოიგო
ნოემბერი 19, 2021 19:24
ძიუდო: საქართველოს ჩემპიონატში -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები გათამაშდა
ნოემბერი 19, 2021 19:36

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “სერენის” ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ბოლო სანაკრებო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, თანდათან ბრუნდება და იგი მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანგული მეცის საკუთრებაა. იუსუფ მაზიზმა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი იყო, ორივე ზემოხსენებულ კლუბში, გიორგი მიქაუტაძეზე ბელგიურ მედიასთან ისაუბრა.

“ჟორჟი უდიდესი ტალანტია. მას ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს. ბელგიაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და უკვე 5 გოლი გაიტანა.

მასთან ერთად მოედანზე თამაში დიდი სიამოვნებაა,” – თქვა მაზიზმა.

მიქაუტაძეს იუპილერ ლიგის მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი აქვს გატანილი. შემდეგ  თამაშა “სერენი” “გენტის” წინააღმდეგ გამართავს. 

Share