„მამარდაშვილი ლა ლიგის დონეა, საჭიროა მხოლოდ თბილისის დინამოსთან დარეკვა“ – რას წერს As მამარდაშვილზე

ნაკრებში გამოძახება მისთვის საზიანოა – ჟილ ვისენტეს მწვრთნელი გიორგი აბურჯანიაზე
ნოემბერი 19, 2021 13:25
ბელგიური მედია შეცდა – ჩაკვეტაძე განაცხადს მიღმაა
ნოემბერი 19, 2021 16:10

ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ბოლო სანაკრებო პაუზის დროს ეროვნული ნაკრების ნაცვლად ახალგაზრდულში გამოიძახეს.

მიზეზი მამარდაშვილის ვალენსიაში სათამაშო პრაქტიკის არქონაა, ამიტომაც გადაწყდა, რომ ახალგაზრდა ქართველი მეკარე 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებდა ამხანაგურ შეხვედრას ინგლისის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 3-2 მოიგო.

ამასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ „As“-მა, სადაც მამარდაშვილის გამოსყიდვის საკითხსაც შეეხო. 

“ლა ლიგის სასტარტო ტურებში ახალგაზრდა გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას ძირითადი მეკარის სტატუსი მოიპოვა, ის ესპანეთში გახდა ცნობილი და აჩვენა, რომ მისი დონე სწორედ ლა ლიგაა და არა რომელიმე შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატი, თუმცა მას პირველი მეკარის ტიტული ხელიდან იასპერ სილესენმა წაართვა, ქართველ მეკარეს 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს მან ისევ გაიღიმა.

მამარდაშვილი ძირითადი ნაკრების მაგივრად ამ პაუზაზე 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, რათა ქართველ მეკარეს ინგლისელ თანატოლებთან ეთამაშა ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის ამხანაგურ მატჩზე მეტი იყო, მათ შეძლეს „ლომების“ დამარცხება ანგარიშით 3-2, მამარდაშვილმა კი მაღალი დონის მატჩი ჩაატარა.

სავარაუდოდ, ქართველი მეკარე ვალენსიაში დარჩება, კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება სულ რაღაც 250.000 ევროდ შეუძლია, დიდი ხნის მანძილზე მამარდაშვილის ტრანსფერის საქმე კლუბში აღარ ახსოვდათ, თუმცა მისი მომავალი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, დარჩა მხოლოდ თბილისის დინამოს ოფისში დარეკვა”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ესპანეთში მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, მან „ვალენსიას“ რიგებში სასტარტო 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ორში კარი მშრალად შეინახა.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ შემდეგ შეხვედრას 22 ნოემბერს, თბილისის დროით ღამის 00:00 საათზე გამართავს, ქართველი მეკარის გუნდი ლა ლიგის ლიდერს „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება, ბასკური გუნდი 28 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს.

Share