საქართველო V ფიჯი – ცვლილება სასტარტო შემადგნელობაში

▶️VIDEO გოლი ისტორიიდან – გიორგი არაბიძის ჯარიმა ლატვიის წინააღმდეგ
ნოემბერი 19, 2021 10:55
ვოლკოვი: “მადლობის გადახდას ყოველთვის თამაშით ვეცდები”
ნოემბერი 19, 2021 11:26

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

გასულ კვირას საფრანგეთთან ჯახის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილმა კი მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა. კვაჭის პოზიციაზე კვლავ შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ.

უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი – გრიგორ ქერდიყოშვილი კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება, მათ კი ზურგს ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაუმაგრებენ.

ასევე უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. 9-10 ნომრებზე გამოცდილ წყვილს ვიხილავთ – ვასილ ლობჟანიძე და თედო აჟანდაძე, ცენტრში მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

წინა მატჩის შემდეგ ორი ახალი სახეა მარქაფაში. ტრავმის მოშუშების შემდეგ განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი.

მათ გარდა სათადარიგოთა სკამიდან გუნდს გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია და ხაზის მოთამაშეები – მიხეილ ალანია, ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 603-ია, საიდანაც 318 ხაზის, ხოლო 285 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

Rugby.ge

Share