ვოლკოვი: “მადლობის გადახდას ყოველთვის თამაშით ვეცდები”

საქართველო V ფიჯი – ცვლილება სასტარტო შემადგნელობაში
ნოემბერი 19, 2021 11:18
საქართველო V ფიჯი – რა უნდა ვიცოდეთ მატჩამდე ერთი დღით ადრე
ნოემბერი 19, 2021 11:37

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წელი კარგად დაასრულა: ჯვაროსნებმა ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დაამარცხეს შვედეთის ნაკრები 2:0, შემდეგ კი გორში ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის ნაკრებს სძლიეს – 1:0.

გიორგი მიქაუტაძის ტრავმის გამო, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემრის შეკრებაზე შემტევ დავით ვოლკოვს უხმო, რომელმაც შვედეთთან მიღებულ 20 წუთშიც იაქტიურა, ხოლო უზბეკეთთან სასტარტოდან დაიწყო და გოლის გატანაც შეძლო.

დავით ვოლკოვი ამჟამად აზერბაიჯანული “ზირას” ფეხბურთელია და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ვოლკოვს დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. Qomagebi.ge-ზე მისი სრული ინტერვიუ მოგვიანებით გამოქვეყნდება, მანამდე კი გთავაზობთ ამონარიდს, სადაც ის ნაკრებსა და ვილი სანიოლზე საუბრობს.

“ეს გოლი ყოველთვის მემახსოვრება – განსაკუთრებული ემოცია მქონდა. ეროვნულ ნაკრებში თამაში და, თანაც, ძირითად შემადგენლობაში, ყველა ფეხბურთელის სურვილია.

უბედნიერესი ვიყავი, როცა პირველად დამირეკეს და მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში უნდა ჩამოვსულიყავი. მადლობელი ვარ და მადლობის გადახდას ყოველთვის მოედანზე ჩემი თამაშით ვეცდები.

რაც შეეხება ვილი სანიოლს, მასთან მუშაობა საინტერესოა, კარგი მწვრთნელია საინტერესო იდეებით”, – გვითხრა ვოლკოვმა. 

Share