ზედიზედ მეორედ – გორის “დილა” კონფერენსლიგაზე ითამაშებს

▶️VIDEO გაბედავას შორეული გასროლა შუქურას წინააღმდეგ
ნოემბერი 20, 2021 14:33
▶️VIDEO გაფრინდაშვილმა ბათუმის “დინამო” დააწინაურა
ნოემბერი 20, 2021 15:42

დღეს, 20 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩები გაიმართა.

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა თბილისის “საბურთალოსა” და გორის “დილას” შორის, რომელიც უგოლო ფრით 0:0 დასრულდა.

შიდაქართლელები არწაგების შემთხვევაში უეფას კონფერენსლიგის საგზურს ინაღდებდენ, ხოლო თბილისელები მოგების შემთხვევაში მესამეადგილოსანთან ჩამორჩენას ოთხ ქულამდე ამცირებდნენ.  შეხვედრა ძირითადად ბრძოლაში წარიმართა, მომენტების შექმნა ორივე გუნდს უჭირდა. 89-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ამრიგად, გორის დილამ უეფას კონფერენსლიგაზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

თბილისის საბურთალო კი ევროტურნირზე გასვლის შანსს ინარჩუნებს – საბურთალო საქართველოს თასის 1/2-ფინალშია. 

აქვე გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თასი ბათუმის დინამომ მოიგო, რომელიც 1/2-ფინალში სწორედ საბურთალოს დაუპირისპირდება, მეოთხე გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე გავა, ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი იქნება.

Share