“ასეთ მრისხანე ფიჯისთან ფრე საკმაოდ კარგი შედეგია”

▶️VIDEO მიქაუტაძემ ლუვენს ლამაზი გოლი გაუტანა
ნოემბერი 20, 2021 18:00
▶️VIDEO მიქაუტაძის საგოლე გადაცემა ლუვენის წინააღმდეგ
ნოემბერი 20, 2021 23:07


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წელი ფიჯისთან საბრძოლო ფრით დაასრულა.

ესპანეთის ქალაქ არანხუესში “ბორჯღალოსნები” “მფრინავ ფიჯელებს” დაუპირისპირდნენ და 69-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ ბოლოს მატას ლელოთი და ვოლავოლას გარდასახვით ფიჯელებმა ანგარიში გაათანაბრეს და თამათიც ასე მორჩა-15:15

აღნიშნული შეხვედრის შეფასება ლეგენდარულ ქართველ მორაგბეს მამუკა გორგოძეს ვთხოვეთ.

“ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ ნაკრებს აშკარა პროგრესი აქვს. სამუშაო რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ასეთ მრსხანე ფიჯისთან ფრე საკმაოდ კარგი შედეგია.”-თქვა მამუკა გორგოძემ Qomagebi.ge-სთან.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერიებზე საქართველომ პირველი მატჩი საფრანგეთთან 15:41 წააგო.

Share