▶️VIDEO თბილი დახვედრა ბასკონიაში – შენგელიას 15 ქულა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

VIDEO გოგა ბითაძის 11 ქულა და ინდიანას მარცხი
ნოემბერი 20, 2021 06:20
▶️VIDEO გოლი ისტორიიდან – გაოცებული ვან გაალი და შოთას ბრწყინვალე გოლი ”სპარტას” წინააღმდეგ
ნოემბერი 20, 2021 10:44

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის მე-11 ტურში ესპანეთს ესტუმრა და ქართველი ფორვარდის ყოფილი გუნდი 6 ქულით –80:74 დაამარცხა. ცსკა მეოთხე მეოთხედის წინ 13-ქულიანი უპირატესობით იგებდა და შეხვედრა გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა.      

შენგელია 2014-2020 წლებში “ბასკონიაში” თამაშობდა და მისი ლიდერი იყო. ვიტორიულ გუნდში კარიერა თორნიკემ ესპანეთის ჩემპიონობით დაასრულა, რის შემდეგაც მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. შენგელია ძალიან უყვართ ბასკონიელ ქომაგებს და მას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. პატივისცემის ნიშნად სიმბოლურად მას ბასკონიის მაისური გადასცეს.

ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე 29:49 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 15 ქულას, 4 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ცსკა-ს მხრიდან 16-16 ქულით კლაიბერნი და ვოიტმანი იყვნენ გამორჩეულები.

11 ტურის შემდეგ ცსკა 12 ქულით მე-9 ადგილზეა, მოსკოვური კლუბი მომდევნო ტურში ბაიერნს უმასპინძლებს. შეხვედრა 25 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ლიდერი ეროვნულ გუნდს დაეხმარება 26 ნოემბერს უკრაინასთან და 29 ნოემბერს ესპანეთთან მატჩებში.

Share