“ფორვარდი ვარ და ყოველთვის გოლის გატანაზე ვფიქრობ” – მიქაუტაძე

“სანიოლის მადლობელი ვარ… ხასიათი გულშემატკივარმა შექმნა” – ინტერვიუ დავით ვოლკოვთან
ნოემბერი 21, 2021 18:52
ოფიციალურად: სამტრედია ეროვნული ლიგიდან გავარდა
ნოემბერი 21, 2021 20:14

ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურში ლეუვენისა და სერენის დაპირისპირება, მასპინძელთა მარცხით 1:3 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ მე-20 წუთზე გახსნა, 71-ე წუთზე კი ქარველმა საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ ქართველმა შემტევმა კომენტარი გააკეთა.

“ვიცოდი, როგორ ითამაშებდა მცველი. კარში ისე დავარტყი, მეკარე არ ელოდა და გოლიც ასე გავიტანე.

გაგრძელება? ვაპირებ მომავალშიც ისე ვითამაშო, როგორც დღეს. ფორვარდი ყოველთვის გოლის გატანას ცდილობს. ვცდილობ, ჩემი გუნდისთვის ყოველ მატჩში მნიშვნელოვანი ვიყო”, – თქვა მიქაუტაძემ.

 

Share