გულიაშვილსა და გოჩოლეიშვილს რუსული კლუბები იწვევენ

“ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო” – ბელგიური მედია მიქაუტაძეზე
ნოემბერი 21, 2021 16:20
“ნაკრები სამედიცინო ცენტრი არ არის – ჩაკვეტაძე გვჭირდება, ოღონდ ჯანმრთელი და ფორმაში!” – ხიზანიშვილი
ნოემბერი 21, 2021 17:06

რამდენიმე დღის წინ ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისს უმასპინძლა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს 3:2 სძლია. ინგლისელთა კარში დუბლი გაიფორმა გიორგი გულიაშვილმა, ერთი გოლი კი გიორგი გოჩოლეიშვილის ანგარიშზეა.

ასეთი მეტოქის დამარცხების შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ ქართველი ფეხბურთელების მიმართ უცხოეთში ინტერესი გაიზრდებოდა.

რუსულმა გამოცემა სპორტ-ექსპრესმა ქართველი აგენტის, ირაკლი ლილუაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის სწორედ გაზრდილ ინტერესზე საუბრობს. ლილუაშვილი იმ ფეხბურთელების აგენტია, რომლებმაც ინგლისის ნაკრების კარში გოლები გაიტანეს.

“გულიაშვილისა და გოჩოლეიშვილის მიმართ რუსეთსა და ევროპაში დიდი ინტერესია. პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლებს მალე ოფიციალურად შევხვდებით. ამ მომენტისთვის, ისინი საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები არიან”, – თქვა გულიაშვილმა.

რომელი კლუბებიდანაა ინტერესი და სად გააგრძელებენ საბურთალოს ქართველი ფეხბურთელები კარიერას, ამ ეტაპზე უცნობია.

Share