ლანჩხუთმა საქართველოს ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო

“ნაკრები სამედიცინო ცენტრი არ არის – ჩაკვეტაძე გვჭირდება, ოღონდ ჯანმრთელი და ფორმაში!” – ხიზანიშვილი
ნოემბერი 21, 2021 17:06
“სანიოლის მადლობელი ვარ… ხასიათი გულშემატკივარმა შექმნა” – ინტერვიუ დავით ვოლკოვთან
ნოემბერი 21, 2021 18:52

ქალთა ლიგის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში ლანჩხუთმა ხობის კოლხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

საწყის წუთებშივე გურულები აქტიურობდნენ. მე-20 წუთზე ხატია ჭყონიამ ანგარიში გახსნა. ზუსტად ერთ წუთში თეონა ბაქრაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.

პირველი ნახევარი ასეთი შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმში, მატჩის 62-ე წუთზე, მესამე გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრა 3-0 დასრულდა და ლანჩხუთმა ჩემპიონობა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩხაიძის გუნდმა ჩემპიონობა ისე მოიპოვა, რომ არცერთი შეხვედრა არ დაუთმია.

Share