“ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო” – ბელგიური მედია მიქაუტაძეზე

ძიუდო: ტერაშვილმა და ახალკაცმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს
ნოემბერი 21, 2021 16:09
გულიაშვილსა და გოჩოლეიშვილს რუსული კლუბები იწვევენ
ნოემბერი 21, 2021 16:47

ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურში ლეუვენისა და სერენის დაპირისპირება, მასპინძელთა მარცხით 1:3 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ მე-20 წუთზე გახსნა, 71-ე წუთზე კი ქარველმა საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ ბელგიურმა გამოცემა walfoot.be-მ 21 წლის ქართველ თავდამსხმელზე დაწერა და იგი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

 

„ამ უიქენდზე გიორგი მიქაუტაძეს მხოლოდ ის არ გაუკეთებია, რაც საუკეთესოდ იცის. გატანილი გოლის და საგოლე პასის გარდა, ქართველმა სერენის სასარგებლოდ ჯარიმებიც მოიპოვა, შეტევაში გუნდის ტემპს აკონტროლებდა და კარგი იყო დაცვაშიც. უპირობოდ, მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია“ – წერს გამოცემა.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 12 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

Share