“ნაკრები სამედიცინო ცენტრი არ არის – ჩაკვეტაძე გვჭირდება, ოღონდ ჯანმრთელი და ფორმაში!” – ხიზანიშვილი

გულიაშვილსა და გოჩოლეიშვილს რუსული კლუბები იწვევენ
ნოემბერი 21, 2021 16:47
ლანჩხუთმა საქართველოს ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო
ნოემბერი 21, 2021 17:34

შვედეთთან შეხვედრაში, სადაც ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, გუნდი მოედანზე მისმა ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა გაიყვანა.

ხიზანიშვილი სტუმრად საქართველოს პირველ არხზე, გადაცემა ,,ტაიმაუტში” იმყოფებოდა, სადაც სხვა ბევრ თემასთან ერთად გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა.

გიორგი ჩაკვეტაძეს შვედეთთან არ უთამაშია. ვილი სანიოლმა თქვა, რომ მან თამაში არ დაიმსახურა და უფრო მეტად უნდა იშრომოს, უზბეკეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გიორგი ტრავმირებულია, მუხლი აწუხებს და ამ მიზეზით შეკრება ნაადრევად დატოვა.

„ჩაკვეტაძე ყოველთვის გვჭირდება და მისი ადგილი ნაკრებში სულ იქნება. ოღონდ, რა თქმა უნდა, ის ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და ფორმაში.

მოდი, ასე ვთქვათ, ნაკრები სამედიცინო ცენტრი არ არის, რომ ვიღაცამ აქ ფორმა აკრიბოს. ფორმა უნდა აიკრიბოს ვარჯიშებზე და ჩაკვეტაძე როგორც კი შევა ფორმაში, მისი ადგილი სულ მოიძებნება ნაკრებში,“ – თქვა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო გენტის ბოლო მატჩიც გამოტოვა.

Share