ოფიციალურად: სამტრედია ეროვნული ლიგიდან გავარდა

“ფორვარდი ვარ და ყოველთვის გოლის გატანაზე ვფიქრობ” – მიქაუტაძე
ნოემბერი 21, 2021 19:04
▶️VIDEO გოლი ისტორიიდან – ოქრიაშვილის მაკრატელა სევილიასთან
ნოემბერი 21, 2021 21:54

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტური ქუთაისში, „ქუთაისის ტორპედოსა“ და „სამტრედიას შორის გამართული მატჩით დასრულდა, ეს იყო პირველი მატჩი გია ცეცაძისათვის „ტორპედოში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მოწინააღმდეგე კი მისი ყოფილი გუნდი იყო, რომელიც ახალმა მწვრთნელმა ანგარიშით 4-1 დაამარცხა.   

ამ მატჩის შემდეგ „სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში დარჩენის ყველანაირი შანსი დაკარგა, იმერული გუნდი 20 ქულით ცხრილში ბოლო პოზიციას იკავებს, ყველაზე ახლოს მყოფ „შუქურას“ კი 27 ქულა აქვს მოგროვებული, ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი.

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონ სამტრედიას მომავალ წელს ეროვნულ ლიგა 2-ში ვიხილავთ, ბოლოს სამტრედია ეროვნული ლიგიდან 2018 წელს გავარდა, მაშინ იმერულმა გუნდმა ჩემპიონატში მე-9 პოზიცია დაიკავა და შემდეგ გადათამაშებაში „ვიტ ჯორჯიასთან“ ორი მატჩის ჯამში 6:2 დათმო, თუმცა „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში შემდეგ წელსვე დაბრუნდა, როდესაც ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილი დაიკავა და ამჯერად პლეიფოში „ბოლნისის სიონი დაამარცხა, ბოლნისში მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, ხოლო ეროსი მანჯგალაძეზე „სამტრედიამ“ მეტოქე 4:1 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაშიც აღზევდა

Share