შერმადინი ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში ჩამოდის – 25 ქულა 10 მოხსნა გრან კანარიას წინააღმდეგ

▶️VIDEO ლევან შენგელიას ეფექტური საგოლე პასი სერენის წინააღმდეგ
ნოემბერი 21, 2021 01:53
ძიუდო: ტერაშვილმა და ახალკაცმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს
ნოემბერი 21, 2021 16:09

“ტენერიფეს” და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა 26 ნოემბერს უკრაინასთან და 29 ნოემბერს ესპანეთთან გასამართი მატჩების წინ “გრან კანარიას” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ნაკრებში ძალიან კარგ ფორმაში ჩამოდის.

ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში საკუთარ ანგარიშზე 25 ქულა 10 მოხსნა 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისი კარგი თამაშის წყალობით “ტენერიფემ” “გრან კანარია” ანგარიშით 98:89 დაამარცხა, ხოლო შერმადინისათვის ეს იყო პირველი ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ნოემბერს თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 29 ნოემბერს კი გასვლაზე ეთამაშება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს.

Share