ძიუდო: ტერაშვილმა და ახალკაცმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს

შერმადინი ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში ჩამოდის – 25 ქულა 10 მოხსნა გრან კანარიას წინააღმდეგ
ნოემბერი 21, 2021 11:53
“ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო” – ბელგიური მედია მიქაუტაძეზე
ნოემბერი 21, 2021 16:20

გუშინ, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს, საპრიზო ადგილები -73 და -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გიორგი ტერაშვილი გახდა. მან ფინალში გიორგი ჩიხელიძე დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები კი ფრიდონ გიგანმა და მიხეილ ბახბახაშვილმა მოიპოვეს.

რაც შეეხება -81 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ვლადიმერ ახალკაცი დაეუფლა, რომელმაც ფინალში ლევან გუგავა დაამარცხა. მესამე ადგილები დიმიტრი შერაზადიშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ დაიკავეს.

დღეს, შეჯიბრის ბოლო დღეა და საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები -90 ; -100 +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემპიონატი მაყურებლის გარეშე ტარდება. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ ტურნირს თვალი ინტერნეტის მეშვეობით ადევნონ. 

Share