საჩოგბურთო წელი დასრულებულია – ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სეზონი

“შეგვიძლია, საკალათბურთო სამყაროს სენსაციები შევთავაზოთ” – ინტერვიუ გიორგი ცინცაძესთან
ნოემბერი 22, 2021 17:37
▶️VIDEO ბაჩანა არაბულმა პანათინაიკოსს გაუტანა
ნოემბერი 22, 2021 20:51

დღეს 22 ნოემბერს, მსოფლიო საჩოგბურთო ორგანიზაციამ, ATP ტურის, წლის ბოლო რეიტინგები გამოაქვეყნა.

რეიტინგს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი 2,200 ქულით მსოფლიოს 22-ე ჩოგანია.

მიმდინარე წელი ბასილაშვილისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა – ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო დოჰას და მიუნხენის 250 ქულიანი ტურნირები, კიდევ ერთი კალიარის 250 ქულიანი ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა, წარმატებულად იასპარეზა ამერიკის ღია პირველობაზე სადაც მე-3 წრეში გავიდა და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად ნიკოლოზ ბასილაშვილი  მასტერსის ( ინდიანა უელსის) ფინალში გავიდა.

მხოლოდ მიმდინარე წელს თუ ავიღებთ ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში მე-17 ადგილზე 1,900 ქულით გავიდა.

Share