ძიუდო: საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

წიტაიშვილი: “უცნობი ისტორია ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის, ბაბუის შესახებ…”
ნოემბერი 22, 2021 08:55
ბექა ბურჯანაძის ბეტისი მადრიდის რეალთან დამარცხდა
ნოემბერი 22, 2021 12:46

გუშინ დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში. დასკვნით დღეს, გამარჯვებულები -90; -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა ლუკა მაისურაძემ, რომელმაც ფინალში გიორგი პაპუნაშვილს სძლია.

მესამე ადგილები დაიკავეს უშანგი მარგიანმა და იმედა გოგოლაძემ.

-100 წონით კატეგორიაში პირველი ადგილს დაეუფლა ილია სულამანიძე, მან ფინალში ონისე სანებლიძე დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ომარ საურმა და გიორგი ბერიაშვილმა მოიპოვეს.

+100 მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი საბა ინანეიშვილი გახდა. ვერცხლს დაეუფლა გელა ზაალიშვილი. მესამე ადგილზე კი ონისე ბუღაძე და გიორგი ქავთარაძე გავიდნენ.

19-21 ნოემბერს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გამართული ჩემპიონატი, ქვეყანაში შექმნილი პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, მაყურებლის გარეშე გაიმართა, ხოლო შეხვედრებზე თვალის დევნება ინტერნეტის საშუალებით იყო შესაძლებელი.

ჩემპიონატი საერთაშორისო ფედერაციის წესების მიხედვით ჩატარდა. იმ ძიუდოისტებისთვის, რომელთაც ჩემპიონატში მედლები ვერ მოიპოვეს, დეკემბერში, მეორე დონის შეჯიბრება გაიმართება.

Share