ლიგა 4 დასრულდა – ზესტაფონი ლიგა 3-ში დაწინაურდა

ნაკრებისთვის გულშემატკივრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ინტერვიუ ალექსანდრე ფევაძესთან
ნოემბერი 22, 2021 14:57
ამჯერად რეკორდების გარეშე – ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
ნოემბერი 22, 2021 17:04

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს რანგით მეოთხე ლიგის ბოლო ტურის მატჩები, რის შემდეგაც ცხრილმა საბოლოო სახე მიიღო, მართალია იმ 4 გუნდის ვინაობა, უკვე ცნობილი იყო, ვინც გაისად რანგით მესამე ლიგაში აინაცვლებს, თუმცა ბოლო ტურშიც გვქონდა ინტრიგა, კერძოდ კი ვინ დაიკავებდა მეორე ადგილს, რომლის ბედსაც ორი კონკურენტი”ზესტაფონი” და ”ბორჯომი” ერთმანეთში არკვევდნენ.

საბოლოოდ კი იმერლებმა საკუთარ მოედანზე პაატა ჭანტურიას ერთადერთი გოლით დაამარცხეს მეტოქე და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეს, პირველ ადგილზე დაასრულა სეზონი თბილისის ”დინამო 2”-მა, ვლადიმერ კაკაშვილის  გუნდი წალენჯიხაში ადგილობრივ ”სქურს” ეწვია და მეტოქე 3:0 გაანადგურა, ანგარიში ნიკოლოზ უგრეხელიძემ 23-ე  წუთზე გახსნა, მატჩის მიწურულს 82-ე და 86-ე წუთებზე კი თამაზ ბაბუნაძემ კიდევ ორჯერ აიღო მეგრელთა კარი.

დინამო 2-ის, ზესტაფონის და ბორჯომის  გარდა ლიგა  3 -ის  საგზური  მოიპოვა თბილისის ”ირაომაც” , დედაქალაქელები ბოლო ტურში თანაქალაქელ ვიტ ჯორჯია 2-თან დამარცხდნენ თუმცა მათ ზედა ლიგის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდათ.

საბოლოოდ სატურნირო მდგომარეობა

Share