ამჯერად რეკორდების გარეშე – ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია

ლიგა 4 დასრულდა – ზესტაფონი ლიგა 3-ში დაწინაურდა
ნოემბერი 22, 2021 15:32
“შეგვიძლია, საკალათბურთო სამყაროს სენსაციები შევთავაზოთ” – ინტერვიუ გიორგი ცინცაძესთან
ნოემბერი 22, 2021 17:37

დუშეთში დასრულებულ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე ტრიუმფალურად იასპარეზა მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ. ორგზის ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ამჯერად რეკორდებით არ გაგვანებივრა, მაგრამ სამი ოქროს მედალი მაინც დამაჯერებლად მოიპოვა.

 

ატაცში ლაშამ 200, 210 და 215 კილოგრამიანი შტანგები აწია. აკვრაში კი, ლაშამ პირველ ცდაზე 24, მეორეზე კი 250 კილოგრამიანი შტანგა დაძლია და ეს დისციპლინაც მოიგო. მესამე ცდაზე იგი აღარ მისულა.

ორჭიდში შეჯიბრზე ლაშამ თავად თქვა უარი და მისი შედეგები ორჭიდის ჯამში არ იყო გათვალისწინებული.

Share