წიტაიშვილი: “უცნობი ისტორია ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის, ბაბუის შესახებ…”

💥U21: საქართველოს ნაკრების პოტენციური შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
ნოემბერი 22, 2021 03:15
ძიუდო: საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა
ნოემბერი 22, 2021 11:50

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

პოსტში ქართელი ფეხბურთელი ბაბუის შესახებ წერს. წიტაიშვილი ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სწორედ ბაბუის თხოვნით გადაწყვიტა.

“უცნობი ისტორია ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის, ბაბუის, ბორიას შესახებ. პოსტი მის ხსოვნას ეძღვნება.

მას დაბადების დღე 20 ნოემბერს ჰქონდა, მაგრამ რეალურად  ხალხს სთხოვდა, მისთვის 18 ნოემბერს მოელოცათ – ჩემს დაბადების დღეს.

როგორც წესი, კაცები ცოტას საუბრობენ და ბევრს აკეთებენ. ასეთი იყო ბაბუაჩემიც. ბევრს მუშაობდა, ოჯახს არჩენდა, მაგრამ ჩემთვის დროს ყოველთვის გამონახავდა ხოლმე… მისი დამსახურებით, ბუცები და ახალი ტელეფონი მქონდა. მას სურდა, რომ სხვას არაფრით ჩამოვრჩენოდი. სხვებს ჰქონდათ საშუალება ეს ყველაფერი ეყიდათ, მე – არა.

ბაბუა ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის: როცა კიევში ჩავედი, ფინანსურადაც მეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემით ცხოვრობდა. ის ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი იყო.

გახსოვდეთ ახლობლები. ისინი მანამდე ცოცხლობენ, სანამ გახსოვთ.

წერა არ მახასიათებს, მითუმეტეს დიდი ტექსტების. შეცდომებისთვის ნუ გამამტყუვნებთ”, – დაწერა წიტაიშვილმა.

Share