“განვითარების გაგრძელების ნაცვლად, საკუთარი თავის აჩრდილად გადაიქცა” – რუსული მედია ხვიჩაზე

ქეცბაიასა და კაჭარავას შორის კონფლიქტია, კლუბმა ქართველი ფორვარდი გააფრთხილა – philenews
ნოემბერი 23, 2021 11:31
სამწუხარო ამბავი – საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტი ილია კოკაია გარდაიცვალა
ნოემბერი 23, 2021 22:26

რუსული Championat.com-ის ჟურნალისტმა მიხაილ როჟდესტვენსკიმ რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრე შეაფასა და რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

დიდი პერსონალური ჩავარდნა, სპეციალური ნომინაცია ხვიჩა კვარაცხელიასთვის…

“გასულ სეზონში ჩანდა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ნამდვილი ბრილიანტი გამოჩნდა, რომელიც მზად იყო რამდენიმე ათეული მილიონის სანაცვლოდ,  ევროპის ტოპ ჩემპიონატში გადასულიყო. ზაფხულში ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ხვიჩა კი დეპრესიაში ჩავარდა.

იმის ნაცვლად, რომ განვითარება გაეგრძელებინა და თავისი ფასი აემაღლებინა, საკუთარ აჩრდილად გადაიქცა, რამაც “რუბინის” შედეგებზე ძალიან იმოქმედა. მხოლოდ 2 შედეგიანი მოქმედება 12 მატჩში და აბსოლუტური კოლაფსი გასულ სეზონთან შედარებით. რა თქმა უნდა, ხვიჩას გონზე მოსასვლელად კიდევ აქვს შანსი, მაგრამ ასეთი გარდასახვის ყურება საწყენია”,  – წერს რუსული გამოცემა

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt.de-ს მიხედვით 18 მილიონ ევროს შეადგენს. მის აქტივში რუსეთის პრემიერლიგის 18 შეხვედრაში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

Share