FIBA-მ შერმადინი გამოარჩია

VIDEO – BOOOOOM ! 💥 ოთარ კაკაბაძის საოცარი სილამაზის გოლი
ნოემბერი 23, 2021 01:29
ქეცბაიასა და კაჭარავას შორის კონფლიქტია, კლუბმა ქართველი ფორვარდი გააფრთხილა – philenews
ნოემბერი 23, 2021 11:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და ესპანური “ლენოვო ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი fiba-მ გამოარჩია.

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ ქართველი ცენტრი იმ 10 ცენტრს შორის დაასახელა, რომლებსაც მომავალ მსოფლიოს შესარჩევში უნდა დავაკვირდეთ.

“მწვრთნელებმა, რომლებიც შერმადინის გუნდს წვრთნიან, იციან – ბურთი ქართველ ცენტრამდე თუ მივა, ის აუცილებლად ჩააგდებს. გიორგი ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ქულებით მეექვსე იყო. ახლაც ფორმაშია და მზადაა გაუძღვეს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე“.-წერს fiba ქართველ ცენტრზე

შერმადინის გარდა ტოპ-10 ცენტრს შორის მოხვდნენ: ჯორდან ბელი (აშშ), ჟუ ქი (ჩინეთი), ოლეკ ბალჩეროვსკი (პოლონეთი), დენგ გეუ (უგანდა), ტიბორ პლეისი (გერმანია), ჟილსონ ბანგო (ანგოლა), ფურკან ჰალტალი (თურქეთი), მოჰამედ ალ სოვაილემი (საუდის არაბეთი), ისმაელ ბაკო (ბელგია).

Share