ჩაკვეტაძე ანორთოსისთან დაბრუნდება – ბელგიელთა განაცხადი ცნობილია

სამგურალი 🆚 საბურთალო – საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში
ნოემბერი 24, 2021 20:09
საქართველოს შემადგენლობა ცნობილია – ჯუდო ევროპის გუნდური ჩემპიონატი
ნოემბერი 24, 2021 22:42

ხვალ, ევროპის კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, ბელგიური “გენტი” კვიპროსულ “ანორთოსისს” ეწვევა.

გენტმა ოფიციალურ გვერდზე განაცხადი გამოაქვეყნა – სტუმართა განაცხადს ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება უზბეკეთთან მატჩამდე ტრავმის გამო გამოტოვა. როგორც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მაშინ განაცხადა, ჩაკვეტაძეს მუხლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და შეკრების დატოვება ამ მიზეზით გადაწყდა.

რამდენიმე დღეში ამავე მიზეზით, ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში გენტის მატჩიც გამოტოვა.

როგორც ჩანს, აღდგენითმა პროცესმა სწრაფად ჩაიარა – გენტის ქართველი შემტევი ხვალ ფამაგუსტელებთა წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის.

Share