“იტალიასთან მატჩი ოფიციალურად დადასტურებულია და არის მოლაპარაკებები მატჩი ბათუმში გაიმართოს”-დავით კაჭარავა

▶️VIDEO ფონიავას საოცარი სილამაზის გოლი და სამგურალი ფინალშია
ნოემბერი 24, 2021 15:03
▶️VIDEO დმიტრი მანდრიჩენკომ საბურთალო დააწინაურა
ნოემბერი 24, 2021 18:50

Georgia's centre Davit Kacharava walks out of the tunnel for the Captain's Run training session at the Shizuoka Stadium Ecopa in Shizuoka on October 10, 2019, during the Japan 2019 Rugby World Cup. (Photo by Adrian DENNIS / AFP) (Photo by ADRIAN DENNIS/AFP via Getty Images)

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში საქართველოს ეწვეოდა. აღნიშნული ინფორმაცია qomagebi.ge-სთან საუბარში საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარემ, ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” დავით კაჭარავამაც დაადასტურა.

“იტალიასთან მატჩი აუცილებლად შედგება. იტალიურ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია და ივლისში “აძური” საქართველოში გვეწვევა. დასადგენია მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი და ადგილი. ჯერჯერობით, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ მიდის მოლაპარაკებები და განვიხილავთ, რომ საქართველო-იტალიის შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარდეს. ივლისი ისეთი პერიოდია, რომ ყველა ქალაქგარეთაა დასავენებლად გასული და მოსახლეობის დიდი ნაწილი ბათუმშია. ამიტომაც, ამ დროს წესით ბათუმში კარგი სარაგბო დღესასწაული შეიქმნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეის და მოლაპარაკებების დონეზეა და რას გადავწყვეტთ უახლოეს მომავალში გაირკვევა, რომელსაც გულშემატკივარი აუცილებლად გაიგებს.

გარდა იტალიასთან მატჩისა, ზაფხულში “ბორჯღალოსნები” კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. ერთ-ერთი იქნება ე.წ. “ტიერ 1″-ის გუნდთან.”-გვითხრა დავით კაჭარავამ.

Share