დავით ნინიაშვილი შემოდგომის ტესტების გამორჩეულ მორაგბეებში

“ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ” -მიშა ბერიშვილი
ნოემბერი 24, 2021 13:08
▶️VIDEO ალექსანდრ ვერულიძემ სამგურალი დააწინაურა
ნოემბერი 24, 2021 14:33

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერიებზე ორი შეხვედრა გამართა. “ბორჯღალოსნები” ბორდოში საფრანგეთთან 15:41 დამარცხდნენ. ფიჯელებთან კი, ფრეს მიაღწიეს- 15:15.

საქართველოს ნაკრებმა განვლილი მატჩების შემდეგ საკმაოდ კარგი გამოხმაურება მიიღო. სტატისტიკურად ყველაზე მეტად კი, საქართველოს ნაკრების და ფრანგული “ლიონის” ფულ-ბეკი დავით ნინიაშვილი გამოირჩა.

სტატისტკური კომპანია Opta-ს გვერდზე დავით ნინიაშვილი ისეთი სახელოვანი მორაგბეების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიცააცაა: ანტუან დუპონი, ლიამ უილიამსი, ნიკ ტომპკინსი და დარსი გრემი.

“შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გამართულ ტესტ მატჩებში, მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით, ამ მორაგბეემა საშუალოდ ყველაზე მეტი დამცველი მოატყუეს. საფრანგეთისა და ფიჯის წინააღმდეგ, ნინიაშვილმა 160 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ დროის განმავლობაში მან მოწინააღმდეგის საშუალოდ 4.5 დამცველი მოატყუა.

Share