“ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოლებთ” -მიშა ბერიშვილი

▶️VIDEO ფიბამ ბურჯანაძე გამოარჩია – ქართველი კალათბურთელი საკეთესო 10 ფორვარდის სიაშია
ნოემბერი 24, 2021 12:01
დავით ნინიაშვილი შემოდგომის ტესტების გამორჩეულ მორაგბეებში
ნოემბერი 24, 2021 13:19

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ჩვენი გუნდი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინას დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი ესპანეთს ესტუმრება (ქალაქი ხაენი, ანდალუსია).

მომავალი მატჩების წინ,  Qomagebi.ge-ს  საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მიშა ბერიშვილი ესაუბრა და მან მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.

“ევრობასკეტზე უკრაინასთან გაცდილი მარცხი თითოეული მოთამაშისთვის ძალიან მტკივნეული იყო. ეს, უფრო მეტოქის დაუფასებლობით იყო გამოწვეული, მაგრამ, ამჯერად, ილიას ზუროსი იგივე შეცდომის დაშვების საშუალებას არ მოგვცემს. ზუროსი ზალიან ძლიერი სპეციალისტი და კარგი მოტივატორია და უკრაინასთან საბრძოლველად განგვაწყობს.

ვაცნობიერებთ, რომ შესარჩევის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. ესპანეთთან მატჩზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან სრულად უკრაინაზე ვართ კონცენტრირებული, მაგრამ ზუროსის თაოსნობით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან თამაში შევიძლია. თან უკრაინასთან გულშემატკივარიც იქნება დაშვებული და ის მუხტი და ენერგია, რომელიც მათგან მოდის შეუძლებელია გადამდები არ იყოს. ყველაფერს შევეცდებით მომავალ მატჩებში წარმატების მისაღწევად. მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია”, – თქვა მიშა ბერიშვილმა.

საქართველო-უკრაინის მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის დროით, 19:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” შემოგთავაზებთ.

Share