სამგურალი 🆚 საბურთალო – საქართველოს თასის ფინალი ქუთაისში

▶️VIDEO შოთა ნონიკაშვილის ბრწყინვალე გოლი ბათუმის დინამოს კარში
ნოემბერი 24, 2021 19:42
ჩაკვეტაძე ანორთოსისთან დაბრუნდება – ბელგიელთა განაცხადი ცნობილია
ნოემბერი 24, 2021 21:35

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ქობულეთში ჩელე არენაზე, ადგილობრივი “შუქურა” წყალტუბოს “სამგურალს”დაუპირისპირდა. მატჩის პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში  განვითარდა.

პირველი გოლი “სამგურალმა” გაიტანა, მატჩის 66-ე წუთზე წყალტუბოელები ალექსანდრ ვერულიძემ დააწინაურა. დაახლოებით 10 წუთში გაათანაბრა ანგარიში ბექა ვერულიძემ, 84-ე წუთზე კი გაფრინდაშვილმა “შუქურა” დააწინაურა.

დაახლოებით ორ წუთში უპასუხა “სამგურალმა” “შუქურას” და ნიკა ჭანტურიას ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა.

ემოციურად დატვირთული 20 წუთის შემდეგ თითქოს ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ 89-ე წუთზე  პაპუნა ფონიავას ულამაზესი გოლით წყალტუბოელებმა მე-3 გოლი გაიტანეს და თასის ფინალის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვეს –  შუქურა 2:3 სამგურალი

მეორე ნახევარფინალური მატჩი თბილისში გაიმართა, “საბურთალო” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდა. დედაქალაქელები 34-ე წუთზე დიმიტრი მანდრიჩენკომ დააწინაურა, 54-ე ზე კი შოთა ნონიკაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

დარჩენილ დროში ბათუმელებმა ერთადერთი გოლის გატანა, გიორგი ნიქაბაძეზე დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით მოახერხეს: გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა შესაბამისად, საბურთალო ფინალშია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალი წელს ქუთაისში გაიმართება.

Share