საქართველოს შემადგენლობა ცნობილია – ჯუდო ევროპის გუნდური ჩემპიონატი

ჩაკვეტაძე ანორთოსისთან დაბრუნდება – ბელგიელთა განაცხადი ცნობილია
ნოემბერი 24, 2021 21:35
მიქაუტაძე: “ახლოს ვიდექი მესისთან, რონალდუსთან, ანრისთან…”
ნოემბერი 25, 2021 11:45

28 ნოემბერს,  რუსეთში, კერძოდ უფაში, ჯუდოს ევროპის გუნდური ( შერეული ) ჩემპიონატი დაიწყება.

ევროპის მაშტაბით 17 ქვეყნის, 140 სპორტსმენი იასპარეზებს, ეს ტურნირი არის კალენდარში პირველი, აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ოლიმპიურ სეზონში შევდივართ.

ევროპის ამ ჩემპიონატზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიხილავთ იმ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც სავარაუდოდ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

შერეულ სტილში ევროპის გუნდური ჩემპიონატი პირველად 2018 წელს, ეკატერინბურგში გაიმართა, ჩემპიონი გერმანია გახდა, მეორე ადგილზე ნიდერლანდები გავიდა, მესამე კი მასპინძელ რუსეთს ხვდა წილად.

ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს აქამდე არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ სულ ახლახან,  23 წლამდე ჯუდოკებთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები, გუნდურ სახეობაში,ჩემპიონი გახდა.

სწორედ იმ ჩემპიონი ნაკრებიდან არის რამოდენიმე ჯუდოკა, იმ განაცხადში რომელიც ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის წარადგინა, განაცხადი კი ასეთია :

-73 კგ – ფრიდონ გიგანი, ალეკო მამიაშვილი
-90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე
+100 კგ. – საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი

-57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ. – ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი.

Share