▶️VIDEO სიჭინავას სადებიუტო გოლი და ტურის სიმბოლური ნაკრები

“მას ტოპ კლუბში გადასვლის კარგი შანსი აქვს” – მჟავანაძე ვოლკოვზე
ნოემბერი 24, 2021 09:36
დაუშვილის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია
ნოემბერი 24, 2021 10:49

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში “დესნამ” ნიკა სიჭინავას “კოლოსს”  უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე ცვლილებიდან შესულმა ქართველმა შეაგდო. ეს გოლი მისთვის კოლოსის რიგებში სადებიუტო გახლდათ.

 

ტურის შემდეგ უკრაინულმა Footboom.com-მა  სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა და ქართველი თავდამსხმელიც შეიყვანა.

ნიკა სიჭინავა: კოზირი და ჯოკერი. ქართველი ლეგიონერი მეორე ტაიმიდან ჩაერთო და პირველივე შანსი გამოიყენა. ტრანსფერის შემდეგ პირველად, იუველურმა შეხებამ კოვალოველებს დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოუტანა.

 

 

Share