“მას ტოპ კლუბში გადასვლის კარგი შანსი აქვს” – მჟავანაძე ვოლკოვზე

“წესით, ლა ლიგაში დებიუტი მალე მექნება” – ინტერვიუ გიორგი გაგუასთან
ნოემბერი 24, 2021 09:35
▶️VIDEO სიჭინავას სადებიუტო გოლი და ტურის სიმბოლური ნაკრები
ნოემბერი 24, 2021 10:07

აზერბაიჯანული Azersport.com საქართველოს ნაკრების და ბაქოს “ინტერის” (დღევანდელი “კეშლა”) ყოფილი მცველის კახაბერ მჟავანაძის ინტერვიუს ავრცელებს. საუბარი საქართველოს ნაკრების ფორვარდს, დავით ვოლკოვს და აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ქართველი ფეხბურთელების შემცირებულ რაოდენობას შეეხო.

– ვოლკოვის ორი თამაში ვნახე ნაკრებში. ის ძალიან კარგ დონეს აჩვენებს. დავითს დიდი პოტენციალი აქვს, მან ბევრი გააკეთა ამ მატჩებში საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის. ვოლკოვი პროგრესირებს. ვფიქრობ, მას ტოპ კლუბში გადასვლის კარგი შანსი აქვს. ვილი სანიოლმა აუცილებლად უნდა მიადევნოს თვალი იმ ჩემპიონატებს სადაც ქართველები თამაშობენ. ერთ დროს ალან ჟირესი რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ფეხბურთელებს აკვირდებოდა. მე “ანჟიში” ვთამაშობდი და ნაკრებში იქიდან გამომიძახეს. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კახაბერ ცხადაძემ, რომელმაც რეკომენდაცია გამიწია.

– ვფიქრობ, აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე ცოტათი დაეცა. პანდემიას ასევე, სავარაუდოდ, ექნება თავისი უარყოფითი გავლენა. იმედია მალე ყველაფერი გამოსწორდება. ვუყურე ყარაბაღისა და კაირათის თამაშს, სადაც ყარაბაღი ძალიან მომეწონა, გურბან გურბანოვს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდა და ჩემს დროს მათთან თამაში რთული იყო. ეს გუნდი აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანია. დანარჩენი გუნდები ცოტათი მოიკოჭლებენ, ვისურვებდი, რომ ყარაბაღის მსგავსი 6 კლუბი მაინც გყავდეთ, მაშინ ჩემპიონატი სწორი მიმართულებით განვითარდება.

– რატომ არის ცოტა ქართველი აზერბაიჯანის ჩემპიონატში? დღესდღეობით ქართველებს ყველგან ცოტა წარმომადგენელი ჰყავს. ალბათ მათზე მოთხოვნა დაბალია, ზუსტი პასუხი არ მაქვს. შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატი არ არის ისეთი ძლიერი, რომ იქიდან ფეხბურთელები მოიზიდოს. არის მწვრთნელის ფაქტორიც, ადრე ცხადაძე გუნდში მუშაობდა და მაშინ ყოველთვის ბევრი ქართველი თამაშობდა. ახლა სამწვრთნელო პოზიციებზე ქართველები არ არიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იქნებ სწორედ ესაა მიზეზი.
მიხარია, რომ აზერბაიჯანში ვითამაშე და ვამაყობ, რომ “ინტერთან” ერთად ჩემპიონი გავხდი. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს და მივესალმები საქართველოდან. ჩვენ ძმური ხალხი ვართ. ვფიქრობ, კარგი დონის ჩემპიონატები იქნება როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში“, – განაცხადა მჟავანაძემ

 

Share