“მაშინ ზურიკო მას სჯობდა… დღეს ხვიჩა ბევრად ძლიერია” – რუბინის ყოფილი მწვრთნელი

სკანდალი ძალოსნობაში: ორ ქართველს დოპინგი აღმოაჩნდათ
ნოემბერი 25, 2021 13:17
▶️VIDEO შოთა არველაძის გოლი 🆚 მოსკოვის “სპარტაკი”
ნოემბერი 25, 2021 17:50

რუსულმა gazeta.ru-მ ედუარდო დოკამპოსთან ინტერვიუს გამოაქვეყნა. ესპანელი სპეციალისტი “რუბინის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა, რადგან რომან შარონოვს ლიცენზია არ ჰქონდა.

გთავაზობთ იმ მონაკვეთს, სადაც მან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.

– როდესაც თქვენ რუბინში მუშაობდით, იმ სეზონში გუნდში ბევრი ქართველი იყო. დავითაშვილზე დიდ ფსონს დებდით, ხოლო კვარაცხელია ძირითადად სკამზე იჯდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, არ ფიქრობთ, რომ ეს შეცდომა იყო?
– ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ როდესაც ზურიკო ავირჩიეთ, მაშინ ის ბრწყინვალე ფორმაში იყო. კვარაცხელიას ყოველთვის უნდა რომ გაიმარჯვოს… როდესაც ბურთს კარგავდა, მაშინვე კონტრშეტევებით დიდი საფრთხე გვემუქრებოდა. ახლა სხვაგვარადაა: ქართველმა ბურთი რომც დაკარგოს, სხვა ფეხბურთელები მარტივად დააზღვევენ. ჩვენ ფეხბურთისადმი განსხვავებული მიდგომა გვაქვს, გვინდა მთელი გუნდით ვუტევდეთ და თავსაც ერთად ვიცავდეთ, სიმართლე გითხრათ, ხვიჩა ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე მაშინ.

– რა არის ამ პროგრესის მთავარი მიზეზი?
– ამ ყველაფერში დიდი როლი ლეონიდ სლუცკის მიუძღვნის. მან მეტი სათამაშო დრო და თავისუფლება მისცა, გუნდი მისგან ელის, რომ შანსებს შექმნის, მოიპოვებს პენალტს, ან გოლს გაიტანს, თუნდაც მეტოქეს ყვითელ ბარათს მიაღებინებს და ისე უხეშად ვეღარ ეთამაშებიან. ის ჩვენ დროსაც პროგრესირდებდა, თუმცა მაინც სათადარიგოთა შორის რჩებოდა.

– ხვიჩას სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება. მიიჩნევთ, რომ ევროპული გრანდების ინტერესზე საუბრები გადამეტებულია?
– ვფიქრობ, რომ არა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ – ჟურნალისტებმა ხვიჩაზე ამხელა ყურადღება არ უნდა გაამახვილონ. ის მაშინ 19 წლის იყო, კარიერას მაშინ იწყებდა, ახლა კი მშვიდი ვარჯიში და გოლები სჭირდება. ეს ყველაფერი უფრო აგენტების ინტერესია, ვიდრე რეალობა. თუმცა ადრე თუ გვიან ის ევროპის წამყვან გუნდში აუცილებლად ითამაშებს.

– რატომ არ გამოუვიდა დავითაშვილს ისეთი კარიერა, როგორიც მოსალოდნელი იყო?
– ის დიდებული ფეხბურთელია, მშვენიერი ტექნიკა, პასის კულტურა აქვს და ძალიან შრომისმოყვარეა. ზურიკო, როგორც კი სეზონში 6-7 გოლს გატანას დაიწყებს, ის აუცილებლად მიაღწევს იმ დონეს, რაც შეეფერება.

Share