ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი შეარჩია

მეათე ქართველი ბარბაროსი
ნოემბერი 25, 2021 20:24
თოკომ ბაიერნს 12 ქულა ჩაუგდო და ხვალ საქართველოსთვის ითამაშებს
ნოემბერი 25, 2021 23:26

26 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უკრაინასა და ესპანეთთან მატჩებისთვის 13 კალათბურთელი დაასახელა.

ამ მატჩით ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ხსნის. ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან 26 ნოემბრის მატჩის შემდეგ საქართველო სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. 26-ში ესპანელები პირველი ტურის მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება თბილისი სპორტის სასახლეში, 20 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის 2 დღეს გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – მილოშ გლიგორიევიჩი, გეორგიოს ლიმნიატისი და ანატოლი ბოისა ავარჯიშებდნენ. 22 ნოემბრიდან ნაკრების მომზადების პროცესს ილიას ზუროსი უძღვება, რომელიც ნაკრების მოთამაშეებს ჯერ უკრაინასთან მატჩისთვის ამზადებს, რის შემდეგაც მთელ ყურადღებას ესპანეთთან დაპირისპირებაზე გადაიტანენ.

Gbf.ge

Share