სკანდალი ძალოსნობაში: ორ ქართველს დოპინგი აღმოაჩნდათ

საბაჰის ქართველ შემტევს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნოემბერი 25, 2021 13:17
“მაშინ ზურიკო მას სჯობდა… დღეს ხვიჩა ბევრად ძლიერია” – რუბინის ყოფილი მწვრთნელი
ნოემბერი 25, 2021 15:02

დოპინგის საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისთვის დამოუკიდებელ ანტისადოპინგო პროგრამას ანხორციელებს, ხელმეორედ გადაამოწმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღებული სინჯები და დარღვევები 13 ძალოსანს აღმოაჩნდა.

მათ შორის არიან 2012 წლის ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.

შეგახსენებთ, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარდა, სადაც 85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რაულ ცირეკიძემ ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა.

ცირეკიძისა და თურმანიძის გარდა, სიაში 4 თურქი, 2 რუმინელი და თითო რუსი, ალბანელი, ბელარუსი, მოლდოველი და კვიპროსელი სპორტსმენია. დოპინგის მოხმარებაში ეჭვმიტანილი ძალოსნები შეჯიბრებებს დროებით, საქმის წარმოების დასრულებამდე ჩამოშორებული არიან. მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ B-სინჯების გადამოწმება.

Share