25 ნოემბერი: ქართველი ლეგიონერების განრიგი კონფერენსლიგაზე

ბასილაშვილის დამსახურებით – საქართველო ATP Cup ზე იასპარეზებს!
ნოემბერი 25, 2021 18:20
მეათე ქართველი ბარბაროსი
ნოემბერი 25, 2021 20:24

დღეს, უეფას კონფერენსლიგის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. აღსაღნიშნავია, რომ ამ გათამაშებაში ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბებიც იღებენ მონაწილეობას.

21:45 საათზე დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენი” გიბრალტარის წარმომადგენელ “ლინკონ რედ იმპსის” ესტუმრება. დანიელები ჯგუფს 9 ქულით ლიდერობენ. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 30 სექტემბერს ჩატარდა და ხოჭოლავას გუნდმა 3:1 გაიმარჯვა.

ასევე, 21:45 საათზე ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ბრატისლავას “სლოვანი” ბერძნულ “პაოკს” უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი სრულ მზადყოფნაშია, ხოლო ჯაბა კანკავა მატჩს ოჯახური ტრაგედიის გამო გამოტოვებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა საბერძნეთში საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვთ და ვლადიმირ ვაისის გუნდი ბურთების უკეთესი სხვაობის შედეგად იკავებს მეორე ადგილს.

00:00 საათზე ქართული დაპირისპირება შედგება კვიპროსზე. თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” გიორგი ჩაკვეტაძის “გენტს” უმასპიძლებს. ამ გუნდების პირველი მატჩში ბელგიელებმა “გელამკო არენაზე”  2:0 გაიმარჯვეს. უზბეკეთთან და სენტ-ტრუიდენთან ტრავმის გამო უქმობის შემდეგ, მოედანზე უნდა ველოდოთ ჩაკვეტაძეს. ფამაგუსტელებში არც ისე სტაბილური მდგომარეობაა და ქეცბაიას მუდმივი კრიტიკა მიმდინარეობს. ასევე, კვიპროსული მედია ნიკა კაჭარავას შესაძლო გაშვებაზე საუბრობს, დიდი ნდობით ვერ სარგებლობს ნიკა ნინუაც, რომელსაც ხშირად განაცხადშიც ვერ ვხედავთ. რაც შეეხება გიორგი ლორიას, ქეცბაია მას ძირითადად ჩემპიონატში ტვირთავს და კონფერენსლიგაზე მხოლოდ პირველ დაპირისპირებაში მიეცა თამაშის შესაძლებლობა. ჯგუფს 10 ქულით გენტი ლიდერობს, ხოლო ფამაგუსტელები ორი ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.

Share