მიქაუტაძე: “ახლოს ვიდექი მესისთან, რონალდუსთან, ანრისთან…”

საქართველოს შემადგენლობა ცნობილია – ჯუდო ევროპის გუნდური ჩემპიონატი
ნოემბერი 24, 2021 22:42
საბაჰის ქართველ შემტევს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნოემბერი 25, 2021 13:17

საქართველოს ნაკრების და ბელგიური “სერენის” ერთ-ერთ ლიდერ გიორგი მიქაუტაძეს, კიდევ ერთი გამორჩეული სეზონი აქვს ფრანგული “მეცის” შვილობილ გუნდში. მან იუპილერლიგის 9 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

ბელგიური Sport Voetbal-მა ქართველთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მიქაუტაძემ საინტერესო ისტორია გაიხსება.

“მიქაუტაძე ბელგიურ კლუბში „მეციდან“ მოხვდა, რომლის შვილობილი გუნდიც სერენი გახლავთ. გასულ სეზონში დანტე ვანზეირთან ერთად ბელგიის რანგით მეორე ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიქაუტაძემ გატანა იუპილერლიგაში სერენის დაწინაურების შემდეგაც გააგრძელა. არჩევანი რომ ჰქონოდა, ის არა სერენში არამედ ლიონის „ოლიმპიკში“ ითამაშებდა, რადგან მიქაუტაძე ლიონიდანაა და 7-დან 15 წლამდე „ოლიმპიკის“ აკადემიაში თამაშობდა”, – წერს საიტი მასზე.

„ძალიან ცუდად მახსოვს ის დღე, როდესაც მითხრეს, რომ „ლიონში“ არ გამაჩერებდნენ. ჩემთვის ეს უდიდესი იმედგაცრუება იყო. მოედანზე ვიყავი მაშინ, როდესაც ლიონი  “ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაშობდა. მე ძალიან ახლოს ვიდექი ლიონელ მესისთან, ტიერი ანრისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან “, – განაცხადა მიქაუტაძემ

მიქაუტაძის გუნდი მორიგ მატჩს 27 კოემბერს “სენტ-ტრუიდენის” წინააღმდეგ გამართავს.

Share