მეათე ქართველი ბარბაროსი

25 ნოემბერი: ქართველი ლეგიონერების განრიგი კონფერენსლიგაზე
ნოემბერი 25, 2021 19:56
ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი შეარჩია
ნოემბერი 25, 2021 22:00

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და ფრანგული “რასინგ 92”-ის მარჯვენა ბურჯი გიორგი ხარაიშვილი “ბარბაროსების”(მსოფლიო ნაკრები) შემადგენლობაში გამოიძახეს.

“ბარბაროსები” ეს არის გუნდი, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და ტესტ-მატჩებს მართავს. მომდევნო შეხვედრას “ბარბაროსები” 27 ნოემბერს ლონდონში, მსოფლიო რაგბის მექად წოდებულ, “თვიქენჰემზე” სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ხარაიშვილი-დავით ზირაქაშვილის, მამუკა გორგოძის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, ანტონ ფეიქრიშვილის, გოდერძი შველიძის, დავით კაჭარავას, მიხეილ ნარიაშვილის და თორნიკე ჯალაღონიას შემდეგ, მეათე ქართველი მორაგბეა, რომელიც “ბარბაროსთა” რიგებში ითამაშებს.

“ბარბაროსების” შემადგენლობაში ქართველთა ანგარიშზე ერთადერთი ლელოა, რომელიც მამუკა გორგოძემ ინგლისს დაუდო და ის მატჩი “ბარბაროსებმა” 39:29 მოიგეს.

“ბარბაროსები” 2006 წელს თბილისსაც სტუმრობდნენ და მაშინ საქართველოს ნაკრები 28:19 დაამარცხეს.

ხარაიშვილი სარაგბო კლუბ არმაზის გაზრდილია და “ბორჯღალოსანთა” კვართით 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

Share